ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
პარლამენტმა საქართველოს ახალი მთავრობა დაამტკიცა
საქართველოს ახალი მთავრობა დამტკიცებულია. პარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის ახალ შემადგენლობასა და 2016-2020 წლების სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" ნდობა 110 ხმით გამოუცხადა.
მთავრობა დამტკიცებულია შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი;
ფინანსთა მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი; (პირველი ვიცე-პრემიერი)
ენერგეტიკის მინისტრი - კახა კალაძე; (ვიცე-პრემიერი)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი;
შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი მღებრიშვილი;
თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია;
იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი გახარია;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ზურაბ ალავიძე;
სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე;
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი;
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - ალექსანდრე ჯეჯელავა;
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - გიგლა აგულაშვილი;
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ტარიელ ხეჩიკაშვილი;
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე;
სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - ვიქტორ დოლიძე;
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი.

FaceBook Twitter