ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
ამნისტიის შედეგად საპატიმროები უკვე 189-მა პატიმარმა დატოვა
  • • ამნისტიის შედეგად უკვე 189 პატიმარი გათავისუფლდა საპატიმროებიდან
    • "ამნისტიის შესახებ" კანონი პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო და 9 თებერვლის მდგომარეობით პენიტენციური დაწესებულებები უკვე დატოვა 170-მა მსჯავრდებულმა დ 19-მა ბრალდებულმა პირმა
    • 170 მსჯავრდებულიდან 83 პირი სასამართლო განჩინებით დაუყოვნებლივ გათავისუფლდა საპატიმროდან
    • 53-მა მსჯავრდებულმა დანიშნული სასჯელის განახევრების შედეგად დატოვა საპატიმრო
    • 33 მსჯავრდებული სასჯელის ერთი მეოთხედით შიმცირების შედეგად გათავისუფლდა
    • ერთ მსჯავრდებულს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა
    • აღსანიშნავია, რომ ერთ უვადო მსჯავრდებულს დაუდგინდა გათავისუფლების თარიღი (2026 წელი) საპატიმროებიდან გათავისუფლებული 170 მსჯავრდებულიდან 10 გათავისუფლებული ქალი მჯავრდებულია
    • 2-მა ქალმა მსჯავრდებულმა საპატიმრო დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედის შემცირების შედეგად დატოვა
    • 4 მსჯავრდებულ ქალს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა
    • სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან სასამართლოებში სულ 4055 პატიმრის საქმე არის გაგზავნილი მსჯავრდებულთა ამნისტიით გათავისუფლების პროცესი გრძელდება, ვინაიდან თითოეული პატიმრის გათავისუფლების საკითხს სასამართლო იხილავს და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებენ საპატიმროებს.

10.02.2021
გლდანის და ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდდადასტურებული პატიმრების უმეტესობა გამოჯანმრთელდა
სპეციალური პენიტენციური სამსახური განაგრძობს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კოვიდვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
08.02.2021
პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ ტელეკომპანია "ტვ პირველის" მხრიდან ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბოლო ორი დღის განმავლობაში ტელეკომპანია "ტვ პირველის" მიერ მომზადებულ ცილისმწამებლურ სიუჟეტებს, რამაც კამპანიური ხასიათი მიიღო.
04.02.2021
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება პატიმრის მიერ თვითდაზიანების მიყენებასთან დაკავშირებით
2021 წლის 3 თებერვალს ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მხრიდან უყურადღებობის მიზეზით პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა და სიუჟეტის ეთერში გასვლის დროს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ექიმები პატიმრის გადარჩენას ცდილობდნენ.
03.02.2021
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ქუთაისის ციხის პატიმარზე ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ გაკეთებულ სიუჟეტთან დაკავშირებით
2021 წლის 3 თებერვალს ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში გავიდა სიუჟეტი N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულ დ.ლ.-სთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამი იყო, თითქოს პატიმარზე დაწესებულებაში ხორციელდება ზეწოლა ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით, რომელიც ამჟამად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება და რომ თითქოს პატიმრების მხრიდან დ.ლ.-ზე განხორციელებული ზეწოლა დაწესებულების ადმინისტრაციისგან არის წახალისებული.
03.02.2021
სპეციალური პენიტენციური სამსახური საზოგადოებას ინტენსიური PCR ტესტირების მორიგ შედეგებს აცნობს
სპეციალური პენიტენციური სამსახური განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე ინტენსიური PCR ტესტირების შედეგების შესახებ.
02.02.2021
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ომბუდსმენის მიმართვასთან დაკავშირებით

2021 წლის 29 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ბრალდებულ ივერი მელაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სახალხო დამცველმა ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დაადგინა და 2021 წლის 28 იანვარს იუსტიციის მინისტრს N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წინადადებით მიმართა.


სახალხო დამცველის მოცემულ განცხადებასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ბრალდებულის ადვოკატის მხრიდან მიმართვისთანავე, უწყებამ მიმდინარე თვის დასაწყისში დაიწყო მოკვლევა იმ ფაქტთან დაკავშირებით (2020 წლის 30 დეკემბრის ინციდენტი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში) რომელზეც ომბუდსმენი თავის განცხადებაში მიუთითებს. მოკვლევის დასრულების შემდეგ დაიდება დასკვნა და თუ გამოიკვეთება პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის/თანამშრომლების მხრიდან გადაცდომა, ამ ფაქტს სათანადო რეაგირება მოყვება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

29.01.2021
პენიტენციური დაწესებულებიდან „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე პატიმრები ეტაპობრივად თავისუფლდებიან
„ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე პატიმრების გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს.
29.01.2021
პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნის უფლება პირველი თებერვლიდან აღდგება
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნის უფლება მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან აღდგება.
28.01.2021
იუსტიციის მინისტრმა N8 (გლდანის) და N15 (ქსნის) პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული ინტენსიური PCR ტესტირების შედეგები გააცნო საზოგადოებას
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე ინტენსიური PCR ტესტირების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
26.01.2021