ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
თეა წულუკიანი სახალხო დამცველს - „შეძლებთ, 24-საათიან რეჟიმში ყველა პატიმარს უპასუხოთ? ასწევთ ამ ტვირთს? ჩვენ მზად ვართ“
„ნუ ამტვრევთ ღია კარს - დღესვე შეგვიძლია, ყველა პატიმარს მივცეთ 24-საათიან რეჟიმში სახალხო დამცველის აპარატში დარეკვის უფლება. ასწევთ ამ ტვირთს?“ - იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს მიმართა, შექმნას ეფექტური ქოლ-ცენტრი, რომლის თანამშრომლებიც 24-საათიან რეჟიმში შეძლებენ პატიმრებისათვის პასუხების გაცემას.
21.01.2020
თეა წულუკიანი: -„სახელმწიფო ებრძვის ციხეში კრიმინალურ სუბკულტურას“
"სახელმწიფო ებრძვის ციხეში კრიმინალურ სუბკულტურას, თუმცა თქვენს ანგარიშში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი", - ასე მიმართა სახალხო დამცველს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოისმინეს სახალხო დამცველის ანგარიში N2, N8, N14 და N15 დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
21.01.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება მედიით ყალბი ინფორმაციის გავრცელების შესახებ
ერთ-ერთი სატელევიზიო არხის მიერ 2020 წლის 15 იანვარს გავრცელდა ყალბი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს N18 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ გ. პ.-ს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
15.01.2020
წელს უკვე მეორეჯერ, არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მსჯავრდებულები ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდნენ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, N11 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები ახალ, 2020 წელს ოჯახებთან ერთად შეხვდნენ. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით არასრულწლოვანთა დაწესებულებაში საახალწლო ღონისძიებაც გაიმართა.
31.12.2019
2019 წლის განმავლობაში პრევენციული სამედიცინო გასინჯვები ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ინიციატივით დაგეგმილი პრევენციული სამედიცინო გასინჯვები 2019 წლის 13 აპრილიდან დაიწყო და ეტაპობრივად განხორციელდა, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში.
სასჯელის მოხდის ადგილზე, მათივე თანხმობით, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ჩაუტარდათ კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, უროლოგის, დერმატო-ვენეროლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, ონკოლოგის, რევმატოლოგის, ზოგადი ქირურგის, ინფექციონისტის კონსულტაციები, ელექტროკარდიოგრაფია და ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა. სულ ჩატარდა 4743 კონსულტაცია/გამოკვლევა.
ჩატარებული გამოკვლევებისა და კონსულტაციების შედეგად, რიგ შემთხვევებში გამოიკვეთა შემდგომი სამედიცინო საჭიროებები, რომელთაგან, სამედიცინო ჩვენების შესაბამისად, ზოგიერთი სერვისი უკვე მიეწოდათ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს. ხოლო გეგმიური ინტერვენციები დაგეგმილია და ჩაუტარდებათ რეკომენდაციების შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ პრევენციული სამედიცინო გასინჯვები იგეგმება და გაგრძელდება ასევე 2020 წელს, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში.

გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით 2019 წლის 9 დეკემბერს დაიწყო პროექტი, რომელიც 2016 წლიდან დაგროვილი ე.წ. სამედიცინო რიგის, ანუ სამედიცინო მომსახურების მომლოდინეთა მომსახურებას და ამ რიგის განულებას ისახავს მიზნად. პროექტის დასაწყისისთვის მოცემულ ე.წ. რიგში 2382 ბრალდებულ/მსჯავრდებული იყო რეგისტრირებული რეფერალთა ბაზაში, რომელთაგან გეგმიური ამბულატორიის 1800 შემთხვევაში და გეგმიური სტაციონარის 500 შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების ვადები დაირღვა. 2019 წლის 9 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, გეგმიური სტაციონარული დახმარება, არსებული რიგიდან (სხვადასხვა სახის ოპერაციული მკურნალობა) გაეწია ჯამში 163 მსჯავრდებულს, ხოლო გეგმიური ამბულატორიული დახმარება (რენტგენი და კტ), 14 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე არსებული რიგიდან - 114 მსჯავრდებულს. მხოლოდ დეკემბრის თვეში, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჩატარდა 400 000 ლარის ღირებულების ინტერვენციები, მათ შორის მიმდინარე გეგმიური და გადაუდებელი (ურგენტი) სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურება.

აღსანიშნავია, რომ პრევენციული სამედიცინო გასინჯვები იგეგმება და გაგრძელდება ასევე 2020 წელს, ბრალდებულთა/
მსჯავრდებულთა თანხმობით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში.

31.12.2019
საახალწლო სოფლის ფარგლებში მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფლის ფარგლებში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.

28.12.2019
თეა წულუკიანმა პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურს კვადროციკლები გადასცა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს 20 ცალი კვადროციკლი გადასცა.
27.12.2019
პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ამანათების შეგზავნა 30 და 31 დეკემბერს იქნება შესაძლებელი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისა და ბრალდებულებისთვის საახალწლო ამანათების შეგზავნა 30 დეკემბრიდან დაიწყება.
27.12.2019
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით
ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალების მიერ სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია. კერძოდ, ვრცელდება ციხეში პატიმრის წამების ამსახველი კადრები, რომლებიც გადაღებულია 2012 წლამდე, თუმცა სოციალურ ქსელში ვრცელდება როგორც ახალი კადრები. სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ კადრები არის 2012 წლამდე გადაღებული, რაც დასტურდება თუნდაც იმით, რომ კადრებში ასახულ ციხის თანამშრომლებს სისტემაში იმ პერიოდისთვის არსებული უნიფორმები აცვიათ.
26.12.2019
თეა წულუკიანი: დღეისათვის პენიტენციური სისტემა მთლიანად უზრუნველყოფილია ახალი უნიფორმებით
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უნიფორმები გადასცა.
25.12.2019