ინტენციური PCR ტესტირების ფარგლებში 13 იანვარს ტესტირება ჩატარდა N16 და N12 პენიტენციურ დაწესებულებებში. N16 დაწესებულებაში ტესტირება 234-მა, ხოლო N12 დაწესებულებაში 272-მა პატიმარმა გაიარა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. როგორც სხვა დაწესებულებებში, მოცემულ დაწესებულებებშიც PCR ტესტირება განმეორებით ორ კვირაში ჩატარდება და ამას რეგულარული ხასიათი ექნება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პატიმრების ინტენსიურ PCR ტესტირებას და შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას.
ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში მიმდინარე წლის 11 იანვარს N2 პენიტენციურ (ქუთაისის) დაწესებულებაში მყოფ 883 ბრალდებულ/მსჯავრდებულს ჩაუტარდა ტესტირება და მათგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი. ინფიცირებული პირი სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია და იგი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მასთან კონტაქტში მყოფი ოთხივე თანამესაკნე დაწესებულების საკარანტინო სივრცეში არის იზოლაციაში მოთავსებული და მათ ორ კვირაში განმეორებით ჩაუტარდებათ PCR ტესტირება. რაც შეეხება დაწესებულების თანამშრომლებს, შეგახსენებთ, რომ სამუშაო ადგილზე ისინი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (პირბადე, ბახილები, ხელთათმანები და ა.შ.) არიან აღჭურვილები და კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ხოლო შუალედში ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ანტიგენის ტესტით მოწმდებიან. ამასთან, დაწესებულების თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში დაწესებულებაში შესვლამდეც გადიან PCR ტესტირებას.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პატიმრების ინტენსიურ PCR ტესტირებას, რომელიც ყველა დაწესებულებაში ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება და ტესტირების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენის მიუხედავად, ვითარება პენიტენციურ სისტემაში სრულად ექვემდებარება კონტროლს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ კოვიდვითარებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ გასული წლის ბოლოს პენიტენციურ დაწესებულებებში დაწყებული ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში მიმდინარე წლის 9 იანვარს PCR ტესტირება ჩაუტარდა N14 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 763 მსჯავრდებულს და covid-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლინდა. მიუხედავად ამისა, პრევენციის მიზნით, მოცემულ დაწესებულებში 14 დღის შუალედით სისტემატურად ჩატარდება მსჯავრდებულთა PCR ტესტირება, რათა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდეს, როგორც ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პენიტენციურ დაწესებულებებში ინტენსიურ PCR ტესტირებას და ტესტების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას.
2021 წლის 6 იანვარს სამოქალაქო კლინიკაში მყოფ 46 პატიმარს PCR ტესტირება ჩაუტარდა. მათ შორის არიან როგორც საკარანტინო სივრცეში მყოფი ახალდაკავებული ბრალდებულები, ასევე კლინიკის სპეციალიზებულ ნაწილში მყოფი, სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შედეგად გადაყვანილი მსჯავრდებულები. 7 იანვარს მიღებული PCR ტესტების საფუძველზე 46-დან ოთხ პატიმარს დაუდასტურდა covid-19. ორი მათგანი არის N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, ერთი არის N17 და ერთი - N8 დაწესებულების საკარანტინო სივრციდან კლინიკაში გადაყვანილი ახალდაკავებული ბრალდებული, რომელსაც N8 დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან კონტაქტი არ ჰქონია. კერძოდ, ვირუსის პრევენციის მიზნით პენიტენციურ სისტემაში დადგენილი წესის შესაბამისად, მოცემულ პირს N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში საკარანტინო პერიოდის გატარების შემდეგ ჩაუტარდა PCR ტესტირება და დაუდასტურდა covid-19, რის შემდეგაც იგი სამოქალაქო კლინიკაში იქნა გადაყვანილი. 6 იანვარს კი განმეორებით ჩაუტარდა PCR ტესტირება და პასუხი კვლავ დადებითი იყო. ყველა ინფიცირებული პირის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. რაც შეეხება ინფიცირებული პირების კოტაქტებს, მოხდა მათი შემოწმება სწრაფი ანტიგენის ტესტებით და ყველა პასუხი იყო უარყოფითი. მიუხედავად ამისა, თითოეული ეს პირი პენიტენციური დაწესებულებების მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში მათაც სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული მომსახურება გაეწევათ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ თითოეული ასეთი საეჭვო შემთხვევა აუცილებლად გადამოწმდება, ყველა პატიმარს სათანადო მომსახურება მიეწოდება. ამასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვითარება პენიტენციურ დაწესებულებებში კონტროლს ექვემდებარება და პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ.
საზოგადოებისა და, პირველ რიგში, პატიმრების ოჯახების ინფორმირების მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს:
დღეისათვის კოვიდინფექცია დადასტურებულია მხოლოდ ერთ – ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქ PCR ტესტირების შედეგად გამოვლინდა დაავადების 23 შემთხვევა. ინფიცირებულები იმყოფებიან მედიკოსების დაკვირვების ქვეშ. ყველა ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს და მათ არავითარი სიმპტომი არ აღენიშნებათ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქსნის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. პატიმარი გარდაიცვალა არა ციხეში, არამედ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც გადაიყვანეს რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს, რის გამოც სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. მსჯავრდებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იმყოფება სამოქალაქო კლინიკაში, მიუხედავად იმისა, რომ დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებათ. ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა დაუყოვნებლივ, 1-ლ იანვარს და ის დღესაც ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე