ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებამ კამპანიური ხასიათი მიიღო
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს იმასთან დაკავშირებით, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19 არის გავრცელებული და პენიტენციური სამსახური ამას მალავს.
26.12.2020
გოჩა ლორთქიფანიძე: დღეისათვის პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ნიშნული შევინარჩუნოთ
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ საზოგადოებას სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. წლიური საქმიანობის შეჯამებისას მინისტრმა პენიტენციურ სისტემაზეც ისაუბრა.
26.12.2020
ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.
25.12.2020
გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვაქცინაცია დაიწყო
პენიტენციურ დაწესებულებებში გრიპის ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. გრიპის პროფილაქტიკის მიზნით იგეგმება როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ასევე სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია.
24.12.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახური: არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19-ით არიან მსჯავრდებულები ინფიცირებულები და პენიტენციური სამსახური ამ ინფორმაციას მალავს.
23.12.2020
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, შეზღუდვები პენიტენციურ სისტემაშიც ამოქმედდა
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა პენიტენციურ სისტემაშიც.
28.11.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში სამოქალაქო კლინიკიდან დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს covid-19 აღმოაჩნდა
covid-19 აღმოაჩნდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში (N10 დაწესებულების ბაზაზე არსებული საკარანტინო სივრცე) სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს.
მოცემული პირები პენიტენციური დაწესებულებებიდან სამოქალაქო კლინიკაში სტაციონარული მომსახურების (ოპერაცია, კონსერვატიული მკურნალობა და ა.შ.) მიღების მიზნით იყვნენ გადაყვანილები.

პენიტენციურ სისტემაში მოქმედი სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, სტაციონარული წესით კლინიკაში გადაყვანის და შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიღების შემდეგ პატიმრები გადიან PCR ტესტირებას და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თავსდებიან N10 დაწესებულების ბაზაზე არსებულ საკარანტინო სივრცეში, სადაც ატარებენ 12-დღიან საკარანტინო პერიოდს. ამ დროის გასვლის შემდეგ კვლავ მოწმდებიან PCR ტესტით და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში უბრუნდებიან სასჯელის მოხდის ადგილს, რათა არ მოხდეს პენიტენციურ დაწესებულებაში ვირუსის შეტანა.

ზემოთხსენებულმა პირებმაც კლინიკაში რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, მოცემული წესის შესაბამისად, გაიარეს PCR ტესტირება 4-5 დღის ბოლოს (ტესტების პასუხი იყო უარყოფითი), რის შემდეგაც მოთავსდნენ პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში. თუმცა, საკარანტინო სივრცეში 12-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ გაიარეს PCR ტესტირება, რომლის პასუხებიც დადებითი აღმოჩნდა. ინფიცირებული პირები კვლავ იქნენ გადაყვანილნი სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში ისე, რომ სასჯელის მოხდის ადგილას დაბრუნებულნი არ ყოფილან. ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია (ისინი არიან უსიმპტომო პაციენტები). სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მათზე კონტროლი განხორციელდება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით, რათა არ იყოს ამ პატიმრებთან ესკორტის ოფიცრების ყოფნის საჭიროება.

რაც შეეხება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ფარი, ხელთათმანები და ა.შ.) აღჭურვილები არიან. ამასთან, ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ და დაწესებულებაში შესვლამდე PCR ტესტირებას გადიან, ხოლო 23 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, დამატებით კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ყოველ 72 საათში ერთხელ კი სწრაფი ტესტით მოწმდებიან. საკნებს, სადაც ინფიცირებული პირები იმყოფებოდნენ, არაგეგმიური დეზინფექცია ჩაუტარდა (გეგმიურად დეზინფექცია დაწესებულებებში პერიოდულად ტარდება).

25.11.2020
პენიტენციურ დაწესებულებებში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 2020 წლის საპრლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში 9 საარჩევნო უბანი (ორი საარჩევნო უბანი N8 დაწესებულებაში, ერთი უბანი N12-N16 დაწესებულებებში, ერთი უბანი N17 დაწესებულებაში, ერთი უბანი N5-N6 დაწესებულებებში, ერთი უბანი N15 დაწესებულებაში, ერთი უბანი N10 დაწესებულებაში, ერთი უბანი N2 დაწესებულებაში, ერთი უბანი N3 დაწესებულებაში) 08:00 საათზე გაიხსნა.
21.11.2020
პენიტენციურ სისტემაში COVID-19--თან ეფექტური ბრძოლის შედეგად, საქართველო ევროპის საბჭოს წარმატებული ქვეყნების რიცხვში მოხვდა
"ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა ორი ანგარიში ევროპულ ქვეყნებში covid-19--ის გავლენაზე პენიტენციური დაწესებულებების პოპულაციაზე. ერთი ანგარიში - პატიმრები და ციხეები ევროპაში პანდემიის პერიოდში, ცოვიდ-19-ის მოკლევადიანი გავლენის შეფასება ციხეების პოპულაციაზე - მოიცავს 2020 წლის 1 იანვრიდან 15 აპრილამდე პერიოდს. ამავე ანგარიშში, საქართველო, მოხსენიებულია იმ ქვეყნებს შორის, სადაც სისტემაში covid-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, როგორიცაა, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, მალტა, მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია და სან მარინო",- ამის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ძამაშვილმა.
13.11.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში COVID-19 დაუდასტურდა ორ ბრალდებულს, რომლებიც სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები იყვნენ

2020 წლის 8 ნოემბერს covid-19 დაუდასტურდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში (რომელიც ყოფილი N9 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზეა განთავსებული) მყოფ ორ ბრალდებულს, ი.ს.-ს (რომელიც საკარანტინო სივრცეში 26 ოქტომბერს მოთავსდა) და ქ.ქ.-ს (საკარანტინო სივრცეში მოთავსდა 27 ოქტომბერს). პენიტენციურ სისტემაში 12 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად, ახალდაკავებული ბრალდებულები, რომლებიც მოთავსებულები არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკის, ან პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში, 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ PCR ტესტირებას გადიან და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება მათი გადაყვანა ე.წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებებში. სწორედ ასეთი გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა ვირუსი კარანტინში მყოფ ორ ახალდაკავებულ ბრალდებულს. ორივე პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ, ე.წ. კოვიდკლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მათზე ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით განხორციელდება, რათა არ იყოს კლინიკაში მათთან ერთად ესკორტის ოფიცრების ყოფნის საჭიროება.


მოცემული პირები ერთ საკანში იყვნენ განთავსებულები და ამავე საკანში მათთან ერთად კიდევ ერთი ახალდაკავებული ბრალდებული იმყოფებოდა, რომლის გეგმიური PCR ტესტირების პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა კოვიდდადასტურებულ პირებთან კონტაქტის გამო იგი 12-დღიან საკარანტინო პერიოდს კიდევ ერთხელ გაივლის და მხოლოდ ამ ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ იქნება გადაყვანილი ე.წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებაში.


რაც შეეხება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ფარი, ხელთათმანები და ა.შ.) აღჭურვილები არიან. ამასთან, ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ და დაწესებულებაში შესვლამდე PCR ტესტირებას გადიან, ხოლო 23 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, დამატებით კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ყოველ 72 საათში ერთხელ კი სწრაფი ტესტით მოწმდებიან. საკნებს, სადაც ინფიცირებული პირები იმყოფებოდნენ, არაგეგმიური დეზინფექცია ჩაუტარდა (გეგმიურად დეზინფექცია დაწესებულებებში პერიოდულად ტარდება).


ინფორმაციისთვის, 12 ოქტომბერს ახალი სამედიცინო პროტოკოლის ამოქმედების (ახალდაკავებული ბრალდებულების PCR ტესტირება 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ) შედეგად ახალდაკავებულ ბრალდებულებში covid-19-ის 4 შემთხვევა იქნა გამოვლენილი და თითოეულმა ამ პირმა მკურნალობა გაიარა შესაბამის სამოქალაქო კლინიკებში.

08.11.2020