ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ტელეკომპანია მთავარი არხის მიერ გავრცელებულ მორიგ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს 2020 წლის 16 აგვისტოს ტელეკომპანია მთავარი არხის გადაცემა მთავარი აქცენტების წამყვანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გუშინ საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავით ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე "ლავასოღლის" ექსტრადიცია განხორციელდა.
17.08.2020
თეა წულუკიანმა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში ჩავიდა და პენიტენციური დაწესებულების სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ლაითურის დაწესებულება იქნება 700 მსჯავრდებულზე გათვლილი მცირე ზომის დაწესებულება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ეფექტიანად სამართავი და მორგებული მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ინტერესს.
16.08.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება მთავარ არხზე გასულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება 2020 წლის 6 აგვისტოს ტელეკომპანია "მთავარის" საინფორმაციო გამოშვებებში გასულ ყოფილი პატიმრის ანონიმურ ინტერვიუს, სადაც რესპოდენტი საუბრობს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდზე და აცხადებს, რომ სხვა პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, ასევე სექსუალური შევიწროების მცდელობას.
06.08.2020
გლდანის საპატიმროში სამლოცველო მოეწყო

N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო მოეწყო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგის სახელობის იქნება. სამლოცველო მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა დაწესებულების მოძღვართან და სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა.

04.08.2020
დაკავებულ პირს, რომელიც პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა პოლიციისგან სამოქალაქო კლინიკაში გადმოიბარეს, კოვიდ-19 დაუდასტურდა
2020 წლის 28 ივლისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ბრალდებული დ.წ., რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან 29 ივლისს ტემპერატურის მომატების მიზეზით გადაიყვანეს ცხელების კლინიკაში.
02.08.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება მთავარ არხზე გასულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია მთავარ არხზე მიმდინარე წლის 25 ივლისს გასულ სიუჟეტს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ დ.ჭ.-ს სუიციდთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ სიუჟეტი აგებული იყო ყალბ ინფორმაციაზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად.
26.07.2020
ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობის პროცესი განახლდა

 

ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა განახლდა. ლაითურის პროექტი არის პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის შესაბამის პროექტთან თანამშრომლობით შემუშავდა და 2019 წლის 22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, იგეგმება დიდი ზომის ნახევრადღია დაწესებულებების (ე.წ. „ზონების“) მცირე ზომის, შერეული რისკის პენიტენციური დაწესებულებებით ჩანაცვლება. მოცემული მიდგომა  „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის“ (CPT) რეკომენდაციებსაც სრულად პასუხობს.

 

ლაითურის დაწესებულება იქნება 700 მსჯავრდებულზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ეფექტიანად სამართავი და მორგებული მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ინტერესს. მასში განთავსებულ პატიმრებს ამ მიმართულებით ბევრად მეტი შესაძლებლობა ექნებათ, ვიდრე დღეს არსებული პენიტენციური დაწესებულებების დიდ ნაწილში მყოფ პატიმრებს აქვთ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. მთავარი პრინციპი, რის მიხედვითაც შემუშავდა ლაითურის დაწესებულების ახალი პროექტი, მდგომარეობს იმაში, რომ მსჯავრდებულმა საკნის გარეთ გაატაროს დღის საათები და, ამასთან, საკნის გარეთ გატარებული დრო დატვირთული იყოს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტებით.

 

ლაითურის დაწესებულების მიტოვებული მშენებლობის განახლების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უკვე არსებული და დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა 2018 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც ციხეების სისტემა გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 2020 წელს გამოცხადდა ტენდერი, რომელში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიასთანაც  კონტრაქტი 2020 წლის 22 ივნისს გაფორმდა. კომპანია ვალდებულებას იღებს,  გააგრძელოს მშენებლობა ახალი პროექტის მიხედვით და დაასრულოს ის ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში.

 

ინფორმაციისთვის, დაბა ლაითურში 3600 პატიმარზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო. თუმცა, იმ პერიოდში მხოლოდ ნაწილობრივ მოეწყო ძირითადი სარეჟიმო შენობის ფუნდამენტი და სამუშაოები შეწყდა. 2013 წელს განახლდა სამუშაოები და განხორციელდა საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება. მშენებარე დაწესებულება გადაკეთდა 700 პირზე გათვლილ დახურული ტიპის დაწესებულებად. 2013-2016 წლებში მოეწყო გარე პერიმეტრის რკინა-ბეტონის ღობეები და ჩატარდა მიწის მოწყობის სამუშაოები, ნაწილობრივ აშენდა ძირითადი სარეჟიმო და ადმინისტრაციული, ასევე გარე დაცვისა და ბადრაგირების მაშინდელი სამსახურის შენობები, რის შემდეგაც სამუშაოები კვლავ შეწყდა. 2018-2019 წლებში განხორციელდა ლაითურის პენიტენციური დაწესებულების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება. საპროექტო სამუშაოები დასრულდა 2019 წლის 7 ივნისს, ხოლო 2019 წლის 10 ივნისს დასრულებული დოკუმენტაცია გაიგზავნა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საიდანაც პასუხი პენიტენციურმა სამსახურმა 2020 წლის თებერვალში მიიღო. ამის შემდეგ, 2020 წლის 2 მარტს რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა ტენდერი, რომელიც პირველ ჯერზე უშედეგოდ დასრულდა.

 

 

 

 

21.07.2020
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს გაეროს ბავშვთა ფონდისგან საჩუქრები გადაეცათ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან  ღასან ხალილთან ერთად  N11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა. ღასან ხალილმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შეძენილი  საჩუქრები გადასცა.

მსჯავრდებულებმა ორგანიზაციისგან საჩუქრად სპორტული ინვენტარი, კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები, წიგნები, სამაგიდო თამაშები, ასევე პირადი ჰიგიენის საშუალებები მიიღეს. მოცემული  ნივთები მათი  ინტერესებისა და საჭიროებიდან  გამომდინარე  შეირჩა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გაეროს ბავშვთა ფონდს  მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ N11  პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მსგავსად  Unicef-სგან ანალოგიური საჩუქრები N2 და N8  პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ არასრულწლოვნებსაც გადაეცემათ.

20.07.2020
2020 წელს ეროვნულ გამოცდებს 24 ბრალდებული და მსჯავრდებული აბარებს
პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გაყვანის პროცესი დაიწყო.
07.07.2020
პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს COVID 19-ზე ტესტირება სისტემატურად უტარდებათ
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 1-დან 5 ივლისის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოში სპეციალური პენიტენციური სამსახურის 700 - ზე მეტ თანამშრომელს, დასავლეთ საქართველოში (N3, N2, და N14 პენიტენციური დაწესებულებების) 400, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს 300 და გარე დაცვის სამსახურის 200-მდე თანამშრომელს კოვიდ 19-ზე ტესტირება ჩაუტარდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
07.07.2020