ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ძებნილ მსჯავრდებულს აღმოაჩნდა კორონავირუსი ისე, რომ ის არც კი მოხვედრილა ციხეში
„თქვენ იცით, რომ სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ძებნილ მსჯავრდებულს აღმოაჩნდა კორონავირუსი ისე, რომ ის არც კი მოხვედრილა ციხეში”, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია POSTV-ს ეთერში გააკეთა განცხადება.

მისი თქმით, ახალი წესების მიხედვით, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა ჯერ კიდევ 5 მარტიდან აამუშავა, უცხოეთიდან შემოსული დაკავებული ძებნილები პირდაპირ ხვდებიან ციხის გარეთ სამოქალაქო კლინიკაში. ასე იყო ამ პატიმრის შემთხვევაშიც. როდესაც მას უკვე მე-18 დღეს აღმოაჩნდა PCR  ტესტის შედეგად კორონავირუსი, პენიტენციურ სამსახურს იგი გადაჰყავს სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთ ე.წ. კოვიდ კლინიკაში, სადაც იგი იმკურნალებს.

„ვიპოვეთ ასეთი გამოსავალი, რომ მოცემულ პატიმარს გავაკონტროლებთ არა ესკორტის ოფიცრების პალატაში დისლოცირების მეშვეობით, იმიტომ რომ ესკორტი არ გვინდა დავაყენოთ საფრთხის ქვეშ, არამედ, ელექტრონული მეთვალყურეობით ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ პატიმარი არ გაიქცეს. ეს არის მორიგი მაგალითი, თუ როგორ ვერგებით ვირუსს იმისათვის, რომ დავიცვათ საპატიმროები ვირუსისგან. დღეისათვის კვლავ არ არის არც ერთი არც საეჭვო და არც დადასტურებული შემთხვევა დაწესებულებებში, არც თანამშრომლებში, არც პატიმრებში. ახალი ტექნოლოგიები კი, რაც გვაქვს, გამოიყენება არატრადიციული შემთხვევებისთვისაც, რათა გამოსავალი ყოველთვის იყოს მორგებული სახელმწიფო ინტერესს და ადამიანის უფლებებს”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





13.05.2020
სარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში კოვიდ-19 დაუდასტურდა
მიმდინარე წლის 24 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სარფში სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დაკავებული იქნა ბრალდებული რ.მ., რომელიც იმავე დღეს პირდაპირ განთავსდა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გადმოიბარეს.
12.05.2020
N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სადეზინფექციო დერეფანმა პილოტურ რეჟიმში დაიწყო ფუნქციონირება
სადეზინფექციო დერეფანი კიდევ ერთი დამცავი ბარიერია, რომელსაც პენიტენციურ დაწესებულებაში შემსვლელი ნებისმიერი პირი (პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი, ადვოკატი, გამომძიებელი, პატიმარი თუ ნებისმიერი ვიზიტორი) გაივლის. ამასთან, სადეზინფექციო დერეფნის გავლის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში შემსვლელი პირი დაწესებულების შესასვლელში სპეციალურად მოწყობილ დროებით სამედიცინო პუნქტში გადის შემოწმებას (თერმოსკრინინგი, ეპიდანამნეზის შეგროვება) და დაწესებულებაში მხოლოდ მას შემდეგ ხვდება, რაც ვირუსთან მიმართებაში ყოველგვარი ეჭვი გამოირიცხება.

სადეზინფექციო დერეფანი სენსორულია და მასში შესულ ადამიანს ათი წამის განმავლობაში სპეციალურ სადეზინფექციო ხსნარს მთელ სხეულზე (მათ შორის თმაზე) ასხურებს, რის შედეგადაც დეზინფექცია უტარდება დერეფანში შესული ადამიანის სამოსს, რომელიც ვირუსის გავრცელების შესაძლო წყაროა. ეპიდემილოგების დასკვნით, სადეზინფექციო დერეფანი ვირუსის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. სადეზინფექციო დერეფანში გამოიყენება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სერტიფიცირებული სპეციალური ხსნარი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელია.

როგორც ცნობილია, სპეციალური პენიტენციური სამსახური მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს იმისთვის, რომ ახალი კორონა ვირუსისგან დაიცვას როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულები, ასევე სისტემის თანამშრომლები. ერთ-ერთი ასეთი პრევენციული ღონისძიებაა პენიტენციური დაწესებულებების სპეციალური სადეზინფექციო დერეფნით აღჭურვა. მიმდინარე წლის აპრილიდან, N8 პენიტენციური დაწესებულების შესასვლელში უკვე ფუნქციონირებს ასეთი სადეზინფექციო დერეფანი პილოტურ რეჟიმში, მიმდინარე თვის ბოლომდე კი იგეგმება საქართველოს ყველა პენიტენციური დაწესებულების იდენტური მოწყობილობით აღჭურვა.
08.05.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტში რეორგანიზაციის შედეგად მედპერსონალს ხელფასები გაეზარდა
2019 წლის 7 ნოემბერს საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტში გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც დღეს დასრულდა. როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2020 წლის 21 იანვარს პარლამენტში მოსმენისას განაცხადა, რეორგანიზაციის მიზანი იყო პატიმრებისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესება და შტატების ოპტიმიზაციის გზით პენიტენციური დაწესებულებების მედპერსონალისთვის ხელფასების გაზრდა, რამაც, თავის მხრივ, პენიტენციურ სამსახურს კვალიფიციური კადრების შენარჩუნების/მოზიდვის საშუალება უნდა მისცეს.
01.05.2020
იმ ბრალდებულებს, ვისაც სატელეფონო ზარებზე პროკურატურამ შეზღუდვა მოუხსნა, 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო მიეცათ
იმ ბრალდებულებს, ვისაც საქართველოს პროკურატურამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სატელეფონო ზარებზე არსებული შეზღუდვა 22 მაისამდე მოუხსნა, თითოეულს 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო მიეცა.
27.04.2020
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი პატიმრებს 20-წუთიან უფასო სატელეფონო სასაუბრო დროს დაუფინანსებს

22 აპრილს სამმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და შპს "ო ენდ ემ ჯგუფს" (პენიტენციური სისტემისთვის სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი კომპანია) შორის. ხელშეკრულების თანახმად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან 30 000 ლარის შემოწირულობა გადაეცემა შპს "ო ენდ ემ ჯგუფს" იმისთვის, რომ პენიტენციურ სისტემაში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს (ვისაც მოქმედი კანონმდებლობით არ აქვს დაკისრებული სატელეფონო ზარებზე შეზღუდვა) უფასო სატელეფონო სასაუბრო დრო დაუფინანსდეთ. მოცემული შემოწირულობა თითოეულ პატიმარს 20-წუთიანი უფასო სატელეფონო კომუნიკაციის (ადგილობრივ ზარებზე და მობილურ ოპერატორებთან დასაკავშირებლად) საშუალებას მისცემს. მოცემულ სასაუბრო დროს ბრალდებულ/მსჯავრდებულები მათი შეხედულებისამებრ გამოიყენებენ.


როგორც დოკუმენტის ხელმოწერისას აღინიშნა, ამ სატელეფონო სასაუბრო დროის დაფინანსებით ნაწილობრივ მაინც მოხდება გარესამყაროსთან კომუნიკაციის დეფიციტის კომპენსირება, რაც ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით პაემნების აკრძალვამ შეუქმნა პატიმრებს.


"დღეს გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, კომპანია"ო ენდ ემსა"და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის. ხელშეკრულების თანახმად, წითელი ჯვრის ფინანსური დახმარებით, უკვე დღეიდან ჩვენს პატიმრებს დაერიცხებათ 20 წუთი სატელეფონო სასაუბრო დრო, როგორც ადგილობრივ, ასევე მობილური ოპერატორის ზარებზე. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო წითელ ჯვარს მხარდაჭერისთვის"- განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ.


„ხელშეკრულების მიზანია, წითელი ჯვრის მხრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის დახმარება, რათა COVID 19-ის  ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საპასუხოდ გაიზარდოს საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებული და ბრალდებული პირებისთვის ოჯახის წევრებთან სატელეფონო კავშირის დამყარების დრო, რომელიც დაემატება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების მიხედვით. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ პაემნების შეზღუდვის პირობებში სატელეფონო ფორმით მაინც შენარჩუნდეს ოჯახებთან კავშირები. ვიმედოვნებთ, რომ პროცესი კიდევ გაგრძელდება და მეტი საშუალება ექნებათ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს, რომ სხვადასხვა ფორმით შეინარჩუნონ კავშირი ოჯახებთან,“- აღნიშნა სევერინ შაპაზმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა.


აღსანიშნავია, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და შპს "ო ენდ ემ ჯგუფს" შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, მოცემულ უფასო სასაუბრო დროს ემატება ასევე ყველა ბრალდებულ/მსჯავრდებულისთვის (ვისაც მოქმედი კანონმდებლობით არ აქვს დაკისრებული სატელეფონო ზარებზე შეზღუდვა) 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო, რომელიც პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ყოველთვიურად საჩუქრად გადაეცემათ პატიმრებს.

22.04.2020
სააღდგომო ნობათი პენიტენციურ სისტემაში მყოფ თითოეულ პატიმარს გადაეცემა
საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული თითოეულ ბრალდებულსა და მსჯავრდებულს სააღდგომოდ "გუდვილი" წითელ კვერცხებს გადასცემს.
18.04.2020
თეა წულუკიანი: პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის აღარ იარსებებს ცალკე პენიტენციური დაწესებულება
პატიმრების ინტერესიდან და ადამიანის უფლებების პრიორიტეტიდან გამომდინარე დაიგეგმა ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაცია, - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა გააკეთა.
06.04.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 27 მარტის N509 ბრძანებით დაიწყო N9 (ე.წ. მატროსოვის) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი.
05.04.2020
თეა წულუკიანი: "ეს პირობები შემუშავდა იმისთვის, რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს არ გვქონდეს იმის განცდა, რომ რომელიმე ინსპექტორ-კონტროლიორი გარედან შეიტანს ვირუსს დაწესებულებაში"
"მინდა მივმართო პატიმრებს, მოუფრთხილდნენ ამ 780 თანამშრომელს, რომლებმაც ნებით გადაწყვიტეს, თქვენთან ერთად საპატიმროში ცხოვრება მომდევნო კვირების განმავლობაში, პატივი სცენ მათ და თუ ჩვეულებრივ დროს გვქონდა ჩვენი თანამშრომლების შეურაცხყოფის ფაქტები, მომდევნო კვირებში მაინც თავი შეიკავონ ამ თანამშრომლებისადმი ნებისმიერი ტიპის აგრესიისგან, რადგან ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დათანხმდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე არაერთი დღის განმავლობაში მუდმივ რეჟიმში ცხოვრებაზე,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიმართა ასევე პატიმრებს და მოუწოდა, მოუფრთხილდნენ პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს.

მან მადლობა გადაუხადა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ სისტემის თანამშრომლებისთვის საყაზარმე სივრცეების აღჭურვა და საძინებლების მოწყობა წარმოუდგენელი ტემპით, ორ დღეში მოხდა.

"780 თანამშრომელი იცხოვრებს საპატიმროების შენობებში და ამ ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიის დატოვების გარეშე იმისათვის, რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს არ გვქონდეს იმის განცდა, რომ რომელიმე ინსპექტორ-კონტროლიორი შეიტანს ვირუსს შიგნით.  ეს არის უჩვეულო, უპრეცედენტო ნაბიჯი, რაც გადადგა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. პირველ რიგში მინდა ამ 780 თანამშრომელს ვუთხრა დიდი მადლობა, რადგან მათ ნებაყოფლობით მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით დატოვონ ოჯახები და ყოველ ორ დღეში ერთხელ 24-საათიან მორიგეობაზე გადავიდნენ. დაახლოებით 400-მდე ადამიანი იქნება თითო ცვლაში. შემდეგ ისინი დაისვენებენ საპატიმროს ტერიტორიზე მათთვის სპეციალურად შექმნილ ყაზარმულ სივრცეში. მათ ექნებათ სამჯერადი უფასო კვება და რა თქმა უნდა, ის უფლებები, რაც პატიმარს არ აქვს, რადგან ისინი, რა თქმა უნდა, არ არიან თავისუფლებააღკვეთილი პირები. მათ გაეწევათ შესაბამისი ფინანსური შეღავათი იმისთვის, რომ ნაწილობრივ მაინც ამგვარი განსაკუთრებული რეჟიმი მუშაობისა დაკომპენსირდეს"-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, შემუშავდა მოდელი, რომელიც საპატიმროების სისტემისთვის ჩვეულებრივ დროს არ არის ბუნებრივი. შერჩეული იქნა 780 თანამშრომელი, რომელიც გუშინ გამოცხადდა სამსახურში და ისინი მომდევნო კვირების განმავლობაში აღარ წავლენ შინ.

"როგორც ვნახეთ ვირუსის გავრცელება გადავიდა ახალ ეტაპზე და ჩვენც გადავდივართ მასთან ბრძოლის ახალ ფაზაში. შესაბამისად საქართველოს საპატიმროებიც გადადის მართვის ახალ ეტაპზე" - განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

31.03.2020