ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ქალი მსჯავრდებულები ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლნენ, რაც მათ სამომავლოდ დასაქმების შესაძლებლობას მისცემს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, N5 დაწესებულების მსჯავრდებულები ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლნენ.


სწავლების კურსს, რომელიც 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა ფიტნეს აკადემიის წამყვანი სპეციალისტები უძღვებოდნენ. საგანმანათლებლო პროექტი დასრულდა და სასწავლო პროცესში მონაწილე 17 ქალ მსჯავრდებულს შესაბამისი (FFA&AVERSI) სერტიფიკატები გადაეცათ. მიღებული ცოდნა კი გათავისუფლების შედგომ მათ დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს მსჯავრდებულების ხელშეწყობას მათი საზოგადოებაში სრულფასოვან წევრებად დასაბრუნებლად. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა N5 (ქალთა) დაწესებულებაში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

 

FaceBook Twitter