ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი უცხოელ ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს სატელეფონო სასაუბრო დროს დაუფინანსებს
N5(ქალთა) დაწესებულებაში მყოფი 51 უცხოელი ბრალდებული/მსჯავრდებული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, საერთაშორისო ზარებზე 60 წუთი უფასოდ ისაუბრებს. ხელშეკრულებას უკვე მოაწერეს ხელი სპეციალურ პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს წარმომადგენელმა ვალენტინა კიმმა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ქალ მსჯავრდებულებს საჩუქრად ასევე ჰიგიენური საშუალებები, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს კი ბიბლიოთეკების გამდიდრების მიზნით წიგნები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს სატელეფონო სასაუბრო დრო გასულ წელსაც დაუფინანსა. გარდა ამისა, ორგანიზაცია, ასევე პენიტენციურ სისტემას კოვიდ-19 ვირუსისგან დაცვის ინდივიდუალური საშუალებებითაც ეხმარება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის კიდევ ერთხელ უხდის მადლობას.
FaceBook Twitter