ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სამუზეუმო საქმიანობას გაეცნენ
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით და თბილისის ა(ა)იპ "მუზეუმების გაერთიანების" ინიციატივით, №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების მსჯავრდებულებს დარგის სპეციალისტებმა, საგანმანათლებლო პლატფორმის "მუზეუმი მუზეუმს გარეთ" ფარგლებში, სამუზეუმო საქმიანობის შესახებ ცოდნა გაუზიარეს.

საგანმანათლებლო პროექტი ორი თვის განმავლობაში მსჯავრდებულთა ჩართულობითა და ინტერაქციით მიმდინარეობდა და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მუზეუმის მნიშვნელობა, ისტორიული კონტექსტი და მუზათა ადგილი; რესტავრაციისა და კონსერვაციის მნიშვნელობა; ბალეტის ისტორია და მსოფლიო მოდა ვახტანგ ჭაბუკიანის მაგალითზე; ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და როლი და ა.შ.

პროექტის დასასრულ, მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

აღნიშნული საგანმანათლებლო აქტივობები მსჯავრდებულთა რეაბილიტაციას ისახავს მიზნად, რაც გაზრდის მათ დაინტერესებას პენიტენციურ სისტემაში შეუფერხებლად მიმდინარე აკადემიური და პროფესიული სწავლების მიმართ.
FaceBook Twitter