ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
№10 პენიტენციურ დაწესებულებას პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა საჩუქრად საავტორო წიგნები გადასცა
სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა განათლებისა და სხვადასხვა მიმართულებით განვითარების ხელშეწყობას.

№10 პენიტენციურ დაწესებულების ბიბლიოთეკას პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა საჩუქრად საავტორო წიგნები გადასცა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით მსჯავრდებულებთან მწერალ გიორგი კეკელიძის შეხვედრების ციკლი გრძელდება. ამჯერად მწერლის ლიტერატურული საღამო №10 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა.

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების თავისუფლებააღკვეთილ პირებს გიორგი კეკელიძე სისტემატურად ხვდება, უზიარებს საკუთარ შემოქმედებას და მხატვრული ლიტერატურის სხვადასხვა საკითხზე ესაუბრება.



FaceBook Twitter