ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დაქტილოსკოპიის ციფრული მეთოდი დაინერგა
დაქტილოსკოპიის მოწინავე ტექნოლოგიამ შესაძლებელი გახადა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მონაცემების ციფრულად აღრიცხვა.

დაქტილოსკოპიის თანამედროვე ტექნოლოგია პირველ ეტაპზე მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე წლის თებერვალში დაინერგა. ამჟამად თითის ანაბეჭდების აღების მოძველებული მეთოდის გამოყენების საჭიროება უკვე აღარ არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფ არცერთ დაწესებულებაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქმიანობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად და ეფექტურობის გაზრდის მიზნით აგრძელებს სისტემაში თანამედროვე ტექნიკური საშუალებების დამკვიდრებას.
FaceBook Twitter