ვაკანსია ცხადდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექვსი ადგილობრივი საბჭოს (აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს) წევრის ორ-ორ კანდიდატურაზე, რომელთაგან ერთ ვაკანსიას დაიკავებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი (6 ვაკანსია), ერთს კი, ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი (რაოდენობა – 6).
ადგილობრივი საბჭოს წევრობის უფლება აქვს:საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას;საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, ფსიქოლოგიის ან სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების განხრით მუშაობის გამოცდილება, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ პედაგოგს, რომელსაც მუშაობის გამოცდილება აქვს კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან;
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთმანეთში კონსულტაციებისა და შეთანხმების შედეგად ვაკანსიის გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კანდიდატურა უნდა წარადგინონ საკოორდინაციო საბჭოში. იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციების შედეგად შეთანხმებ ავერ იქნა მიღწეული, არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება ენიჭება, კანდიდატურა დამოუკიდებლად წარადგინოს;
უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა ვაკანსიის გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კანდიდატურა უნდა წარადგინონ საკოორდინაციო საბჭოში;
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენასთან დაკავშირებულ წერილობით მიმართვას თან უნდა ერთვოდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ორგანიზაციის წესდება/დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენის შემთხვევაში, წერილობით მიმართვას თან უნდა დაერთოს დაწესებულების რეგისტრაციისა და შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.
კანდიდატურების წარმოდგენა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით 2023 წლის 22 სექტემბრის 18:00 საათამდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
მისამართი: 0186, საქართველო, თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. №18
დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც მისამართზე:
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
.
საკონტაქტო ტელეფონი: 1500; 598 21 26 16