ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
№12 პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტული სივრცე განახლდა
№12 დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და მსჯავრდებულთა სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში ჩართვის მიზნით სისტემატურად მიმდინარეობს სპორტული ინვენტარისა და ინფრასტრუქტურის განახლება, ამჯერად – №12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სპორტულ სივრცეში განთავსდა ახალი ტრენაჟორები და განახლდა სპორტული მოედანი.

უახლესი სპორტული ინვენტარითა და ინფრასტრუქტურით ყველა პენიტენციური დაწესებულება ეტაპობრივად აღიჭურვება, რაც მსჯავრდებულებს დაწესებულებაში თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებაში დაეხმარება.

პენიტენციური სამსახური ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების მიზნით მსჯავრდებულთა მხარდაჭერას მომავალშიც კვლავ გააგრძელებს.
FaceBook Twitter