ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
არქივი
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს.
N11 დაწესებულებაში მაგიდის ჩოგბურთში მინი ტურნირი ჩატარდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებთან მინი ტურნირი გამართეს.
კახა კახიშვილი აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს პროგრამების დირექტორსა და ვისკონსინის შტატის დელეგაციას შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის დირექტორ მაიკლ მაკმენსა და ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა.
N16 პენიტენციურ დაწესებულებას ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დელეგაცია ეწვია
საქართველოში ვიზიტით მყოფი ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დელეგაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია.
კახა კახიშვილი დეპუტატებთან ერთად ქალ მსჯავრდებულებს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძესა და კომიტეტის წევრ დეპუტატებთან ერთად N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეხვდა.
პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს. ცვლილებები დეპუტატებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა.
კახა კახიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
კახა კახიშვილი: „ამ ვიზიტის შემდეგ, ჩვენი მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო გაძლიერდება“
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის შეფასებით, რუმენთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო გაიზრდება.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

შეხვედრა დეპუტატთა პალატის პრეზიდენტთან
ჩვენ ვართ თქვენი კარიბჭე ევროპაში, ისე როგორც საქართველო არის ჩვენი დამაკავშირებელი აღმოსავლეთთან, - ამ სიტყვებით დაიწყო რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტმა, ლივიუ დრაგნეამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა.