ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა
ვირუსული C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა პენიტენციურ სისტემაში დაიწყო 2014 წლის იანვრიდან. პაციენტთა მკურნალობა ხორციელდებოდა ე.წ. ორმაგი თერაპიით, პეგილირებული ინტერფერონისა და რიბავირინის კომბინაციით.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცდა C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში ამოქმედდა 2015 წლის აგვისტოდან. პაციენტთა მკურნალობაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო გეგმის გადაუდებელი/პირველი ეტაპის ღონისძიებების C ჰეპატიტის მკურნალობის ქვეკომპონენტში პაციენტთა ჩართვის უფლების განმსაზღვრელი კომისია’’.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით მკურნალობის დაწყებისა და პაციენტების შერჩევის პირველ ეტაპზე პრიორიტეტი ენიჭებათ პაციენტებს ღვიძლის კომპენსირებული ციროზით (F4 მეტავირის კლასიფიკაციით), ღვიძლის შორსწასული ფიბროზით (F3 მეტავირის კლასიფიკაციით), ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზით (ღვიძლის ტრანსპლანტაციის კანდიდატები), ღვიძლის ტრანსპლანტაციით და HCV რეინფექციით, პაციენტებს HCV ინფექციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ექსტრაჰეპატური გამოვლინებებით, აივ და/ან HBV კოინფექციით დაავადებულებს.



პაციენტთა მკურნალობა მიმდინარეობს ახალი მედიკამენტით სოფოსბუვირითა და ჰარვონით. აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობისას, განკურნების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ვიდრე პეგილირებული ინტერფერონითა და რიბავირინთ მკურნალობის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს სათანადო კვლევების და მკურნალობის ღირებულებას სრულად ანაზღაურებს სახელმწიფო.
უახლოეს მომავალში დაიწყება C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპი, რომელიც პროგრამაში გაცილებით მეტი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჩართვის შესაძლებლობას მოგვცემს.



FaceBook Twitter