ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
პენიტენციური ჯანდაცვის განვითარება
  • გაიზარდა ჯანდაცვის ბიუჯეტი
  • მოხდა სამედიცინო დეპარტამენტის რეორგანიზაცია
  • ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დამტკიცდა პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს იმ მომსახურებათა ჩამონათვალს, რომელსაც სახელმწიფო მიაწვდის ბრალდებულს/მსჯავრდებულს
  • წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით მთელ სისტემაში დაინერგა პირველადი ჯანდაცვის მოდელი
  • გაიზარდა ექიმის პროფესიული დამოუკიდებლობის ხარისხი
  • დაინერგა სამედიცინო რეფერალის ელექტრონული მოდული
  • ინტენსიური გახდა თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორის კლინიკებთან
  • მედიკამენტების ხელმისაწვდომობის,უსაფრთხო გამოყენებისა და ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, შემუშავდა ბაზისური მედიკამენტების ნუსხა
  • პენიტენციურ სისტემაში მოქმედებს სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს, პენიტენციურ დაწესებულებებში სუიციდისკენ მიდრეკილ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოვლენას; მათთვის ჰოლისტურ პრინციპებზე დაფუძნებული დახმარების მიწოდების ხელშეწყობასა და შედეგად, სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას.
FaceBook Twitter