ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
პაციენტის უფლებები პენიტენციურ სისტემაში
  • ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით.
  • პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისთანავე ხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება.
  • ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტის შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურებისთვის განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.
  • ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებაში ნებადართული, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ბაზისური მედიკამენტების ნუსხის შესაბამისად საჭირო სამკურნალო საშუალებები.
  • თუ ექიმის დანიშნულებით მიზანშეწონილად არის მიჩნეული ბრენდული მედიკამენტის გამოყენება, სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი მედიკამენტის შესყიდვას და პატიმრისთვის მიწოდებას.
  • დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი.
  • თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში.
  • პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირი სარგებლობს პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით.

FaceBook Twitter