ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N12 პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების უფროსი
ვაკანსია
თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N12 პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების უფროსი
დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 10.11.2017
თანამდებობრივი სარგო - 1405
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:
1. დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის ფუნქციური უფლება-მოვალეობების განაწილება და შესასრულებელი სამუშაოს კოორდინაცია;
2. მოსამსახურეების მუშაობის კოორდინაცია და მათგან შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის დადგენილ ვადებში მიღება;
3. მოსამსახურეების წახალისების/დასჯის საკითხების დასმა დაწესებულების კურატორი დირექტორის (სოციალურ დარგში) მოადგილის წინაშე.
4. მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებების, მოთხოვნების და საჩივრების განხილვაზე ზედამხედველობა;
5. მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელობის დაუყოვნებლივი ინფორმირება;
6. დაწესებულების დირექტორის მოადგილესთან (სოციალურ დარგში) შეთანხმებით დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზება, დაგეგმვა;
7. მსჯავრდებულის რეაბილიტაციის/რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სოციალური მომსახურეობის სააგენტოსთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – დანაშაულის პრევენციის ცენტრთან და სხვა შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია; 8. მოსამსახურეების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებების განსაზღვრაში მონაწილეობა;
9. პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსისათვის და დაწესებულების დირექტორის მოადგილისათვის (სოციალურ დარგში) შესრულებული სამუშაოს შესახებ წერილობით ანგარიშის წარდგენა;
10. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებაში);
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) უპირატესობა მიენიჭება სოციალურ სფეროში მოწყვლად ჯგუფთან მუშაობის გამოცდილებას;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი "პატიმრობის კოდექსი";
გ) საქართველოს კანონი "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";
დ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ";
ე) საქართველოს კანონი ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ";
ვ) საქართველოს კანონი "სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ";
ვ1) (ამოღებულია - 27.07.17, №62);
ზ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანება;
თ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;
ი) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის N61 ბრძანება;
კ) ,,პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №169 ბრძანება;
ლ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს;
მ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
ნ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;
ო) ციხის ევროპული წესები;
პ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27
საკონტაქტო ტელეფონი - 2312745
საკონტაქტო პირი - ნატო მიშველიძე

დამატებითი ინფორმაცია:
საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 12 დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
ა)Curriculum Vitae (CV);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) გასაუბრება;
კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27).

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ათი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

FaceBook Twitter